02 მაისი 2024,   09:46
ვრცლად
ომბუდსმენმა საქართველოში ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით საგანგაშო ანგარიში გამოაქვეყნა

სახალხო დამცველი მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს. ომბუდსმენმა საქართველოში ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც არაერთი საგანგაშო სტატისტიკა მოხვდა. მხოლოდ გასულ წელს საქართველოში 511 ჩვილი გარდაიცვალა, რაც წინა წლის მონაცემზე მეტია. ბავშვთა სიკვდილიანობის მატება და მოზარდების მიმართ ძალადობასთან ერთად დოკუმენტში დიდი ვრცელი ადგილი უჭირავს სიღარიბის პრობლემას.

ჯანდაცვის სამინისტროში ომბუდსმენის მიერ წარმოდგენილ სტატისტიკას არ ეთანხმებიან, დავით სერგეენკოს უწყებაში ამბობენ, რომ ტენდენცია კლებადია.

ბავშვთა უფლებების მდგომარეობის ანგარიშთან ერთად დღეს უჩა ნანუაშვილმა ახალი კამპანია "უსაფრთხო სათამაშო" წარმოადგინა. დღეისათვის სათამაშოების ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმის არ არსებობს, ჩატარებულმა კვლევამ კი დაადგინა, რომ 10-დან 9 სათამაშო ბავშვისთვის მავნე ნივთიერებას შეიცავს. გამოკვლევა 14 მაღაზიასა და 4 აფთიაქში შეძენილ ნივთებზე ჩატარდა საიდანაც უსაფრთხო მხოლოდ აფთიაქის თაროებზე არსებული პროდუქცია აღმოჩნდა.

სათამაშოების ბაზრის ზედამხედველობისა და მავნე ნივთიერებების შემცველი სათამაშოების პრობლემის მოგვარების რეკომენდაციის სახალხო დამცველმა მთავრობას უკვე მიმართა.

დღის ამბები