03 მაისი 2024,   06:10
ვრცლად
თურქეთში "ემნისტი ინთერნეიშენალის" ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი და მისი 22 თანამშრომელი დააკავეს

თურქეთში ემნისტი ინთერნეიშენალის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი და მისი 22 თანამშრომელი დააკავეს. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ფეთულა გიულენთან კავშირი ბრალდებათ, რომელსაც ანკარა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევს.

ტანერ კილიცის და მისი კოლეგების დაკავების ოპერაცია ძალოვანებმა ქალაქ იზმირში ჩაატარეს. ემნისტი ინთერნეიშენალი თანამშრომლების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და მომხდარს მისი კოლეგების საქმიანობას უკავშირებს.

ორგანიზაციის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მისი კოლეგები იმ საკადრო წმენდას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე აგროვებდნენ ინფორმაციას, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება არშემდგარი გადატრიალების შემდეგ ატარებს. ემნესტი ინთერნეიშენალი ანკარასგან თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

დღის ამბები