06 მაისი 2024,   22:40
ვრცლად
დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად ლევან გამყრელიძე წარადგინა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, უწყების საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ლევან გამყრელიძე წარადგინა. ამის შესახებ განცხადება მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

ამ დრომდე გამყრელიძე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები სამსახურის რეფორმირების, ნორმატიული ბაზრის სრულყოფისა და სამსახურის წინაშე დღეს არსებული გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ამოცანების შესასრულებლად კვალიფიციურ გუნდთან ერთად მუშაობა,“ - განაცხადა მინისტრმა.

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების სამსახურის უკვე ყოფილი უფროსის შესახებ, გიორგი ბადაშვილის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბადაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

 

„ მე მინდა, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ბატონ გიორგი ბადაშვილთან დაკავშირებით. ის 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა საგამოძიებო სამსახურს. მან არა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა საგამოძიებო სამსახურში. ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა. მან თვითონ მიიღო გადაწყვეტილება სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

განცხადება გააკეთა ახლადდანიშნულმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ.

 

„11 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ვიცი, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მისი შემდგომი განვითარებისთვის. მაქვს ნათელი ხედვა, თუ როგო უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლა და როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური აღნიშული უწყების საქმიანობა,“ - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების სამსახურის უფროსის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ გიორგი ბადაშვილმა დატოვა, რომელიც მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.

დღის ამბები