06 მაისი 2024,   22:34
ვრცლად
ავთო ხურციძის და ლევან მაყაშვილის დაკავება შეცდომაა - დაკავებული სპორტსმენების მეგობრები 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ქართველი სამართალდამცველები ამ წუთებში ამერიკელ კოლეგებთან ცდილობენ გაარკვიონ ქართველი სპორტსმენების დაკავების დეტალები. 

დაკავების ფაქტს ადასტურებენ თავად ავთანდილ ხურციძის მეგობრები. ერთ-ერთი მათგანის, მერაბ დვალიშვილის თქმით, ავთო ხურციძის და ლევან მაყაშვილის დაკავება შეცდომაა და ყველაფერი მალე გაირკვევა.

“ძალიან ცუდი ამბავია, ავთო ხურციძე და ლევან მაყაშვილი ამ წუთში დაკავებულები არიან მაგრამ ეს ძალიან დიდი გაურკვევლობაა და რაღაც ძაან დიდი შეცდომაა. ცოტა ხანში გაირკვევა ყველაფერი, ბიჭები გარეთ გამოვლენ და ჩვეულებრივად გააგრძელებენ თავიანთ საქმეს. პანიკას ნუ მიეცემით, არაფერი ცუდი არ მოხდება და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. შეიძლება ვიღაცეებმა რაღაცა დააშავეს, მაგრამ ეს ბიჭები აბსოლუტურად სუფთები არიან და ცოტა ხანში ყველაფერი გაირკვევა“- განაცხადა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კრიმინალური სინდიკატის წევრობის ბრალდებით დაკავებულები არიან კრივში მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე და შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი ლევან მაყაშვილი.

დღის ამბები