06 მაისი 2024,   23:06
ვრცლად
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე აფგან მუხთარლის დაზარალებულად ცნობას ითხოვს

თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და მისი მეუღლე მთავარ საგამოძიებო უწყებას  აფგან მუხთარლის დაზარალებულად ცნობას თხოვენ. თუ პროკურატურამ ხვალამდე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ოჯახი ამბობს, რომ ეს იქნება საქართველოს ხელისუფლების მიერ პირდაპირი აღიარება, რომ გამომძიებელი ჟურნალისტის გატაცებაში ქართველი ძალოვნები მონაწილეობდნენ და ეს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეთანხმებული იყო.

აფგან მუხთარლის მიერ ბაქოს სააპელაციო სასამართლოში გატაცების ადგილის, დროისა და გარემოებების აღწერის შემდეგ ირკვევა, რომ ვიდრე ჟურნალისტს თბილისიდან გაიყვანდნენ, მას რამდენიმე ისეთი ხალხმრავალი ადგილი უნდა გაევლო და არაერთ სათვალთვალო კამერას უნდა დაეფიქსირებინა, თუმცა გატაცების დეტალებს ვერავინ იხსენებს. 

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მუხთარლის საქმეზე 30-ზე მეტი კამერის ჩანაწერია ამოღებული და 100-ზე მეტი ადამიანი დაკითხეს, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად ჯერ არც კადრი და არც გამოძიების წინასწარი დასკვნა არავის უნახავს.

ხელისუფლების არ სჯერა დაცვის მხარეს. დაცვის მხარე უკვე ეჭვობს, რომ რეზონანსულ საქმეზე რაიონული პროკურატურა აფგან მუხთარლის და მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსზე უარს ეტყვის, რის შემდეგაც ადვოკატი იმავე თხოვნით ზემდგომ პროკურორს მიმართავს.

დღის ამბები