06 მაისი 2024,   23:09
ვრცლად
ვენეციის კომისიის დასკვნა - მმართველი გუნდის უარყოფა დოკუმენტის არსებობაზე და "კურიერის" მიერ მოპოვებული მასალა

ვენეციის კომისიის დასკვნაში მთავარი კრიტიკა საარჩევნო სისტემას უკავშირდება. კურიერმა დოკუმენტის პირველადი ვერსია მოიპოვა, რომლის არსებობასაც მმართველი პარტია უარყოფდა.

დღის პირველ ნახევარში მმართველი გუნდი ჯერ კიდევ უარყოფდა, რომ ვენეციის კომისიამ თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ წინასწარი დასკვნა გამოაგზავნა. დოკუმენტში, კი პირდაპირ წერია, რომ ვენეციის კომისია არ ეთანხმება, საარჩევნო სისტემის მოდელს თავისი სამი კომპონენტით. 5%-იანი ბარიერი, ბლოკების შეზღუდვა და გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მინიჭება ევროპელი ექპსერტებისთვის თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

მმართველი გუნდი შენიშვნებს საფუძვლიანს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით გამარჯვებული პარტიისთვის მინიჭებული რაოდენობის ზღვარს თავადაც დააწესებდა. 

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს 16 ივნისს ვენეციაში პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, სადაც პრეზიდენტის გამგზავრების საკითხი ამ დრომდე გადაწყვეტილი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ეს საკითხი ქვეყნის პირველი პირის მიმართ კრიტიკის კიდევ ერთი საფუძველი გახდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები