06 მაისი 2024,   20:34
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია ნიუ-იორკში - 15 ქართველი მძიმე ბრალდებით დააკავეს

მასშტაბური სპეცოპერაცია ნიუ-იორკში. სამართალდამცველებმა დაკავებები ერთდროულად მეგაპოლისის რამდენიმე ნაწილში განახორციელეს. დაპატიმრებულია 33 პირი მათ შორის 15 ქართველია. მკვლელობები, ნარკოდანაშაული, კონტრაბანდა, იარაღით ვაჭრობა და თაღლითობა ამ დანაშაულებს ედავება გამოძიება კრიმინალური დაჯგუფების წევრებს. 

ქართველების დაკავება და მათ მიმართ მძიმე ბრალდებების წაყენება ემთხვევა შეერთებულ შტატებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს.

“გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში განახორციელებს ყველა ქმედებას, რომელიც საჭიროა ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად თუ ასეთი საჭიროება იქნება და რა თქმა უდნა მომართვა იქნება,“ - განაცხადა ჯანელიძემ.

ქართველების დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებას ცდილობს საქართველოს გენერალური საკონსულო  ნიუ-იორკში.

“გენერალური საკონსულო აქტიურ კონტაქტზეა სამართალდამცავებთან, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დაკავებულებს შორის არიან საქართველოს მოქალაქეები. ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელიც არის აქტიურ ფაზაში და მიმდინარეობს,“ - განაცხადა ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული კანონმდებლობა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ამ დანაშაულებისთვის ათწლეულობით სასჯელს ითვალისწინებს.

დღის ამბები