06 მაისი 2024,   18:17
ვრცლად
FBI-ის ყოფილმა დირექტორმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპმა მას მაიკლ ფლინზე გამოძიების შეწყვეტა სთხოვა

ჯეიმს კომიმ დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპმა მას მაიკლ ფლინზე გამოძიების შეწყვეტა სთხოვა. FBI-ის ყოფილმა დირექტორმა დღეს სენატის დაზვერვის კომიტეტს დონალდ ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირებისა და არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ ჩვენება მისცა. ჯეიმს კომის თქმით, ის გაკვირვებული დარჩა, როდესაც პრეზიდენტმა მას სთხოვა ფლინზე გამოძიება შეეწყვიტა. დღევანდელ სხდომას პირდაპირ ეთერში მილიონობით მაყურებელი ადევნებდა თვალს, ამიტომ პოლიტიკურმა მიმომხილველებმა მას სიმბოლურად ვაშინგტონის სუპერთასის თამაში უწოდეს.

დღის ამბები