05 მაისი 2024,   13:01
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა არ მიუღია - ანა დოლიძე

„საქართველოს პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა არ მიუღია,“- ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ, პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაცია ვენეციის კომისიის წინასწარი დოკუმენტის გასაჯაროებაში დაადანაშაულა.

ანა დოლიძის თქმით, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შინაარსზე.

„ჩვენ დღეს ვმსჯელობთ იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ოფიციალურად არ არის დადასტურებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ კომისიის დასკვნის შინაარსზე, რა წერია შიგნით და იმაზე, რომ იქ არის საკმაოდ კრიტიკული მითითებები, თუ როგორი უნდა იყოს პარლამენტის არჩევის სისტემა, როგორი უფლებამოსილებები უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო სასამართლოს, პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ იმ შინაარსზე, რომელიც ეხება ჩვენს კონსტიტუციას,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები