08 მაისი 2024,   08:06
ვრცლად
სკანდალური ჩვენება ლაფანყურის საქმეზე - ავსტრიაში დაკავებული ჩეჩენი მებრძოლი აღიარებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი იყო

სკანდალური დეტალები ლაფანყურის მოვლენებიდან 5 წლის შემდეგ ირკვევა. საქართველო-რუსეთის საზღვართან ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ახალი დეტალები ავსტრიაში, ჩეჩენი მებრძოლის სასამართლო პროცესზე გახმაურდა. 38 წლის მაგომედ იბრაგიმოვმა თქვა, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი იყო და სწორედ რუსეთის ხელისუფლების დავალებით, საქართველოდან ჩეჩნეთში მებრძოლები უნდა გადაეყვანა.

მაგომედ იბრაგიმოვის სასამართლო პროცესი, ავსტრიული მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც თავად ბრალდებულმა თქვა, რომ ის ლაფანყურის მოვლენების დროს ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის დავალებებს ასრულებდა და ჩანერგილი აგენტი იყო. ქართულმა სპეცსამსახურებმა შეიარაღებული ჯგუფის დაკავების ოპოზიცია დაიწყო.

შს სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, რომელიც ამ თანამდებობას ლაფანყურის მოვლენების დროს იკავებდა, ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ ძიების პროცესში მყოფ საქმეზე რეალური გარემოებების დადგენა უნდა მაშინ ავსტრიელ სამართალდამცველებს იბრაგიმოვის დაკითხვის ნებართვა უნდა მოსთხოვოს.

კურიერთან ვენაში მაგომედ იბრაგიმოვის ადვოკატმა, ვოლფგან ბლაშიცმა, განაცხადა, რომ მას საქართველოს წარმომადგენლობა ავსტრიაში არ დაკავშირებია.

ვენის სასამართლოსთვის ჩეჩენი მებრძოლის მიერ მიცემული ჩვენების შემდეგ, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია მოსკოვის მიერ საქართველოს მოწყობილი პროვოკაცია იყო.

ავსტრიაში იბრაგიმოვის სასამართლო პროცესი გრძელდება, ჩეჩენი ეროვნების მებრძოლს, ზედმეტსახელად აბუ ხამზას, ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობა ბრალდება.

დღის ამბები