08 მაისი 2024,   09:00
ვრცლად
თბილისში ცემენტმზიდის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მანქანა მოიყოლა

გლდანში, ახმეტელის მეტროსთან, ცემენტმზიდის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მანქანა მოიყოლა. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქად არის დაშავებული 3 ადამიანი.

შემთხვევის შედეგად დაზიანდა 10 მანქანა. როგორც ცნობილია, ცემენტმზიდი მანქანის მძღოლი  ავტომობილთან ერთად ტერიტორიიდან მიიმალა.

ერთ-ერთი დასავებული უკვე გადაყვანილია კლინიკა ლანცეტში

შსს-ს ინფორმაციით, მძღოლის ვინაობა უკვე დადგენილია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დღის ამბები