08 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
თქვენ რომ ამბობთ, სისტემურია, ეს არ ნიშნავს, რომ მართლა სისტემურია - ლევან კობერიძე ნარკოპოლიტიკაზე საუბრობს

„ის პროტესტი იყო ლეგიტიმური აბსოლუტურად. არ ვთვლი, რომ ეს პროტესტი იყო ვინმეს მიერ მართული,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ლევან კობერიძე, პარლამენტის წინ რეპერების მხარდასაჭერ აქციას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების რეაგირება ამ საკითხზე აბსოლუტურად ადეკვატური იყო. მისი თქმით, სისტემური პრობლემა არ არის და ამის მაგალითად ხელისუფლების მხრიდან რეპერების საქმის ირგვლივ რეაგირება მოჰყავს.

არჩევანის ეთერში ლევან კობერიძემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდების პროტესტი სხვადასხვა ფაქტობრივმა მოცემულობამ გამოიწვია.

„მე ვთვლი, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც იყო გადაღებული კლიპი და ამ კლიპის ფონზე ხდება დაკავება ახალგაზრდების, ბუნებრივია, რომ ჩნდება ეჭვი, რომ ხომ არ იყო ეს კლიპის გამო. შესაბამისად, ერთი თემა, ნარკოპოლიტიკას რაც შეეხება, ეს არის ერთი ცალკე თემა, მეორე თემა, რომელიც ამ ფაქტორმა, რა თქმა უნდა, გააძლიერა და ვფიქრობ, რომ ეს რაოდენობა ხალხის ამიტომ იყო გამოსული ამ აქციაზე,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისი თქმით, ეს იყო გადაცდომა და სისტემური ნარკოპოლიტიკის პრობლემა არ არის. ამ ტერმინის გამოყენებას არჩევანის ეთერში ხმაური მოჰყვა.

„თქვენ რომ ამბობთ, სისტემურია, ეს არ ნიშნავს, რომ მართლა სისტემურია,“ - აცხადებს ლევან კობერიძე. მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში კანონპროექტია შეტანილი, რომელიც ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას ჩამოაყალიბებს.

 

დღის ამბები