06 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
სერგო ზაქარიაძის 100 წლის იუბილე - ქართული კინოსა და სცენის დიდოსტატისადმი მიძღვნილი გამოფენა

ქართული კინოსა და სცენის დიდოსტატის, სერგო ზაქარიაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას კინოსა და თეატრის მუზეუმი მასპინძლობს. მსახიობის გარდაცვალებიდან 46 წლის შემდეგ გამოფენის მოწყობის იდეა მისივე შვილიშვილს, ნინო ზაქარიაძეს ეკუთვნის.

მსახიობის ცხოვრების ტრაგიკული მომენტებიც თეატრს უკავშირდება. თეატრში ტრიუმფით გატარებული ბევრი წლის შემდეგ მისთვის განსაკუთრებით ძნელად გადასატანი მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლა აღმოჩნდა.

მუზეუმში დაცული და მსახიობის ოჯახში მოგროვებული ფოტოები, რომლებსაც კომენტარებად მსახიობის ჩანაწერები ერთვის, აფიშები კინოსა და სპექტაკლებიდან. სერგო ზაქარიაძის ჩანაწერები და დღიურები, სულ 1300-მდე ერთეული, დამთვალიერებლისთვის 4 დღის განმავლობაში გამოიფინება.

 

დღის ამბები