06 მაისი 2024,   20:39
ვრცლად
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას უბრუნდება

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკური გუნდის წარდგენა დააანონსა. იმის მიუხედავად, რომ დავით უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციას ხვალ აპირებს და მისი მომავალი თანაგუნდელების ვინაობა გასაიდუმლოებულია, "კურიერმა" მაინც გაარკვია, რომ პრალამენტში ყოფილი თავმჯდომარეს გვერდით მისი მეგობარი "რესპუბლიკური" პარტიიდან ვახტანგ ხმალაძე იქნება, "ეროვნული ფორუმიდან" თითქმის ყველა ლიდერი, რეზო შავიშვილი, კახა შარატავა, ანი მიროტაძე, სოსო ვახტანგაშვილი, დავით უსუფაშვილის გუნდს შეუერთდება ყოფილი ვიცე -მერი ალუდა გოგლიჩიჩძე და მოჭადრაკე ნინო გურიელი.

პრეზენტაციაზე გუნდში არ წარადგენენ, თუმცა, დავით უსუფაშვილისგან შეთავაზებას სულ მალე მიიღებს ლევან ალაფიშვილი. პოლიტიკაში ჩართვა გადაწყვეტილი არ აქვს, მაგრამ თავად იურისტი ასეთ პოლიტიკურ გაერთიანებას მიესალმება.

დავით უსუფაშვილი იმ გაერთიანებით, რომლის პრეზენტაციასაც ხვალ გეგმავს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასაც აპირებს.

დავით უსუფაშვილი ხვალ 12:00 საათზე საზოგადოებას საინიციატივო ჯგუფის ნაწილს შესთავაზებს, პოლიტიკური პარტიის სრულყოფილად ჩამოსაყალიბებლად კი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ერთი წელი სჭირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები