06 მაისი 2024,   01:25
ვრცლად
ოპოზიცია ბიზნესის რეკეტზე საუბრობს და კონკრეტულ გვარებს ასახელებს, მათ შორისაა ოთარ ფარცხალაძე

"საერთაშორისო სავაჭრო პალატის" ხელმძღვანელის სკანდალური განცხადების შემდეგ ოპოზიცია იმათ გვარებს ასახელებს, ვისაც სახელმწიფოს სახელით ბიზნესის რეკეტში ადანაშაულებენ. ბრალდების ორივე მთავარი ადრესატი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოვებული პირია მათ შორის, ერთ-ერთია ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას მაგალითად ცხვრის ბიზნესი მოჰყავს და ამბობს, რომ უცხოელი ექპორტიორები ამ ბიზნესიდან სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებით სწორედ ოთარ ფარცხალაძემ გააძევა.

ფარცხალაძისა და მამაცაშვილის გვარებს ასახელებენ "ევროპულ საქართველოშიც." ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ არაფორმალურ მმართველებს პრემიერი კვირიკაშვილი ვერ აკონტროლებს.

პასუხი ოპოზიციას მმართველი გუნდიდან გასცეს. გია ვოლსკის არც ფადის ასლის სჯერა და არც ოპოზიციის. ვიცე-სპიკერი ამტკიცებს, რომ უცხოურ ბიზნესს საქართველოში პრობლემებს არავინ უქმნის.

იმაზე, რომ ამ უკანონო სუბიექტებს, ვინც უცხოური ბიზნესზე თავდასხმებით და ქონების წართმევით არაინ დაკავებული, პრემიერ-მინისტრი ვერ აკონტროლებს და ისინი თავს ანგარიშვალდებულად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინაშე მიიჩნევენ ფადი ასლიც საუბრობს. საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ "კურიერთნ" განმარტა, რომ ეს პირები ბიზნესს პრობლემებს სახელმწიფო სტრუქტურების საშუალებით უქმნიან და ხშირად ასეთ საქმეებში სასამართლოც ერთვება.

"საერთშორისო სავაჭრო პალატა" საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ვიდრე უცხოურ ინვესტიციებზე ქვეყანაში თავდასხმები არ წყდება, საქართველო ნდობას და მნიშვნელოვან საერთშორისო ინვესტიციებს კარგავს.

დღის ამბები