07 მაისი 2024,   09:56
ვრცლად
კლინიკა „ლანცეტის" პერსონალს პაციენტის გარდაცვალების ფაქტის დამალვაში ადანაშაულებენ

„ლანცეტის“ დირექტორის დაკავების შემდეგ, კლინიკას სხვა პაციენტის ოჯახის წევრები უპირისპირდებიან. ამჯერად, სამედიცინო პერსონალს პაციენტის გარდაცვალების ფაქტის დამალვაში ადანაშაულებენ.

ნანა ადამია ამტკიცებს, რომ კლინიკა "ლანცეტში" დედის გარდაცვალებას 2 დღის განმავლობაში უმალავდნენ. გარდაცვლილის შვილი, ნანა ადამია "ლანცეტში" მომხდარ შემთხვევას ფინანსურ ინტერესს უკავშირებს.

კლინიკის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ლიანა ნანავას გარდაცვალების შემდეგ კლინიკამ ოჯახს ექსპერტიზის ჩატარება შესთავაზა, თუმცა ოჯახი არ დათანხმდა. დღეს ბრალდებები უარყო გარდაცვლილის მკურნალმა ექიმმაც.

გარდაცვლილი ლიანა ნანავას ოჯახის წევრებს ჯანდაცვის სამინისტროში საჩივარი ჯერ არ შეუტანიათ. უწყებაში განმარტავენ, რომ მიმართვის შემთხვევაში ფაქტის შესწავლა დაიწყება. 

დღის ამბები