07 მაისი 2024,   08:53
ვრცლად
35 წლის ბიონსეს ტყუპი შეეძინა - მათი სქესი ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის

მომღერალ ბიონსეს ტყუპი შეეძინა. ამერიკული მედიის ცნობით, 35 წლის პოპვარსკვლავმა ლოს-ანჯელესის კლინიკაში იმშობიარა, თუმცა ზუსტი თარიღი და ახალშობილების სქესი საზოგადოებისთვის ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის. გამოცემების ნაწილი წერს, რომ პატარებიდან ერთი ბიჭი, ერთი კი გოგოა.

ბიონსემ ფეხმძიმობის შესახებ თებერვალში, Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოთი გამოაცხადა. სოციალური ქსელის ისტორიაში ამ პოსტმა ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა. ბიონსეს და ჯეიზის 5 წლის ქალიშვილიც ჰყავთ.

დღის ამბები