10 მაისი 2024,   21:54
ვრცლად
„მონარქიასთან დაკავშირებით გუშინდელი ერთდღიანი განხილვა გაუგებარი პიარაქცია იყო"- ეკა მიშველაძე

„მონარქიასთან დაკავშირებით გუშინდელი ერთდღიანი განხილვა, ალბათ, ერთდღიანი გაუგებარი პიარაქცია იყო,“ - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.

ეკა მიშველაძის აზრით, საკონსტიტუციო მოდელთან დაკავშირებით ჯერ მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი აზრი და შემდეგ დაიწყოს მსჯელობა ცვლილებებზე.

„რაც შეეხება ასეთ სერიოზულ თემებს, თუ როგორი საკონსტიტუციო მოდელი უნდა იყოს ქვეყანაში დამკვიდრებული და როდესაც ზოგადად, ეხება საქმე მმართველობის საკონსტიტუციო მოდელს, ჯერ სწორედ ეს უნდა შევეკითხოთ ხალხს, საზოგადოებას და შემდეგ უნდა იყოს გარკვეულ ცვლილებებზე საუბარი,“ - განაცხადა ეკა მიშველაძემ. 

დღის ამბები