27 აპრილი 2024,   08:14
ვრცლად
მოსამართლემ ელისო კილაძის შვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

გაზეთ ”ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის, შვილის საქმეზე ადვოკატმა სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

დავით ხარშილაძის ადვოკატმა 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. 

პრეზიდენტის შვილის მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის, გათავისუფლების შემდეგ, ადვოკატს იმედი ჰქონდა, რომ ანალოგიურ გადაწყვეტილებას სასამართლო ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილთან დაკავშირებითაც მიიღებდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დაახლოებით 3-საათიანი განხილვის დროს 4 მოწმე დაიკითხა, მათ შორის, სამხარაულისა და შსს-ს ექსპერტები. სასამართლო პროცესი 30 ივნისისთვის გადაიდო. განხილვა უკვე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.

დღის ამბები