01 მაისი 2024,   16:32
ვრცლად
გაზზე ტარიფი გაიზარდა

ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი საშუალოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა. გაზის ტარიფთან დაკავშირებით ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში „ყაზტრანსგაზის“ განაცხადება განიხილეს და "სემეკმა" შესაბამისი მონაცემი დაადგინა. 

რამდენიმე წუთის წინ "სოკარ გაზ ჯორჯიასთან" დაკავშირებითაც, რომელიც ბუნებრივ აირს, ძირითადად, რეგიონებს აწვდის, პროექტი გამოცხადდა. "სემეკი" მიიჩნევს, რომ რეგიონებში ტარიფი, დაახლოებით, 57 თეთრამდე უნდა იყოს, რაც გულისხმობს, რომ რეგიონებში "სოკარ გაზ ჯორჯიას" მომხმარებლებს გაზზე ტარიფი, დაახლოებით, 2 თეთრით გაეზრდებათ. 

რეგიონებში 41 სხვადასხვა ტარიფი მოქმედებს და სხვადასხვა რაიონში ბუნებრივ აირზეც ფასი განსხვავებული იქნება.

ამ წუთებში „საქორ-გაზის“ განაცხადების განხილვა მიმდინარეობს. კომპანიები გაზზე ტარიფის გაზრდის და მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების კომპონენტების ხელახალ გადაანგარიშებას ითხოვენ.

გუშინ "სემეკმა" გაზის ტრანსპორტირების ტარიფი ნახევარი თეთრით გაზარდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები