26 აპრილი 2024,   09:26
ვრცლად
სასამართლოს ორი ინსტანციის მიერ გამართლებული საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი სამსახურში აღდგენას წელიწადზე მეტია ელოდება ​

საჯარო რეესტრის სიღნაღის ფილიალის ყოფილი თანამშრომლის ნონა ნინიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არასრუწლოვანი შვილისთვის მემკვიდრეობით კუთვნილი ქონების გაფორმება გახდა. საჯარო რეესტრში 12-წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომლის სამსახურიდან გაგდების მიზეზად სტრუქტურისთვის ღირსების შელახვა დაასახელეს. ორი ინსტანციის სასამართლომ ნონა ნინიაშვილი გაამართლა. საჯარო რეესტრს მისი სამსახურში აღდგენის ვალდებულება დაეკისრა. გადაწყვეტილების აღსრულებასაც ნინიაშვილი უკვე წელიწადზე მეტია უშედეგოდ ელოდება.

სამსახურში აღდგენის გაჭიანურებას საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი მის აქტიურ სამოქალაქო საქმიანობას უკავშირებს. ნონა ნინიაშვილს ურჩევდნენ, სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ არ მიეღო მონაწილეობა საპროტესტო აქციებში.

ნონა ნინაშვილის უფლებადამცველი საჯარო რეესტრსა და აღსრულების ეროვნულ სააგენტოს შეთანხმებულ მოქმედებაში ადანაშაულებს.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები