06 მაისი 2024,   17:44
ვრცლად
"ოცნების" მიერ დაწყებული რეფორმების უკან შეტრიალება" - ანა დოლიძე თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 7 ქალაქს, რომელსაც თვითმმართველი ქალაქის სტატუსები უუქმდებათ, სტატუსი უნდა შეუნარჩუნდეს, რის გამოც მან კანონპროექტს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ თუ ქალაქებს სტატუსი გაუუქმდებათ, ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს.

ამის შესახებ განმარტებები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გააკეთა. 

„ჩვენი პოზიციით, წარმოდგენილი ცვლილებები აუარესებს დემოკრატიის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის "ოცნების" მიერ დაწყებული რეფორმების უკან შეტრიალება და მიუღებელია მათი განხორციელება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სულ სამი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე. თუ ჩვენ ერთ შენობაში გვყავს ორი საკრებულო, მაშინ ამის პასუხი არ არის თვითმმართველობის ჩამორთმევა შვიდი ქალაქისთვის. ამის პასუხი არის შენობის გამოძებნა მეორე საკრებულოსთვის. თუ ჩვენ გაზრდილი გვაქვს ბიუროკრატიის ხარჯები, ამის პასუხი არ არის 7 ქალაქისთვის თვითმმართველობის სტატუსის ჩამორთმევა, ამის პასუხი არის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება,“ - განაცხადა ანა დოლიძემ. 

დღის ამბები