26 აპრილი 2024,   09:12
ვრცლად
სახეზეა, რომ ამ ხელისუფლებას ეშინია - მიხეილ სააკაშვილის პარტია "რუხის" წევრები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტია „რუხის“ წევრები, მათი ლიდერისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას უკანონობად მიიჩნევენ.

პარტიის წარმომადგენლები ამ წუთებშიც ერთმანეთს ხვდებიან და მათი ლიდერის საკითხს განიხილავენ.

„ეს არის უკანონობა, უკრაინის კონსტიტუციისა საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, არ შეიძლება ადამიანს, რომელსაც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა გააჩნია, ის წაართვა. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, სახეზეა, რომ ამ ხელისუფლებას ეშინია,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პარტია „რუხის“ წევრმა, ოლგა გალაბალამ.

პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლების დასასრულის დაჩქარებას გეგმავენ.

დღის ამბები