05 მაისი 2024,   15:54
ვრცლად
თბილისისა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება - გათიშვის მიზეზები ჯერ უცნობია

თბილისისა და რეგიონების ნაწილს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. საქართველოს ელექტროსისტემის ინფორმაციით, მიზეზი ელექტრო გადამცემი ხაზის - “იმერეთის” გათიშვაა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და ელექტრომომარაგება უმოკლეს ვადაში აღდგება.

„მიმდინარეობს მოკვლევითი სამუშაოები და მოგახსენებთ იმასაც, რომ გამორთულ მომხმარებელს სრულად მიეწოდება ელექტროენერგია,“ - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსმა, ლევან აიწურაძემ.

უწყებაში აცხადებენ რომ ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეზღუდული აქვთ იმერეთის, გურიის, შიდა ქართლისა და თბილისის მცირე ნაწილის მოსახლეობას. პრობლემების წარმოშობის მიზეზები უცნობია.

„მიზეზები ჯერჯერობით, უცნობია, ადგილზე გაგზავნილია რამდენიმე ბრიგადა და ველოდებით პასუხს ამ ბრიგადებიდან, როდესაც უშუალოდ ნახავენ დაზიანების ადგილს,“ - განაცხადა ლევან აიწურაძემ.

დღის ამბები