08 მაისი 2024,   09:33
ვრცლად
"აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი აჩვენებს ერთიანობას ჩვენს ღირებულებებთან," - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოში აკრედიტებული უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, საგარეო ურთიერთობები და რუსული აგრესია იყო.

მისი თქმით, მაიკ პენსის ვიზიტი მთელი მსოფლიოსთვის აშშ-ს მიერ საქართველოს მიმართ გამოცხადებული მხარდაჭერის გზავნილი იქნება. 

"შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი აჩვენებს ერთიანობას ჩვენს ღირებულებებთან, საგარეო პოლიტიკურ მიზნებთან. ეს არის ნათელი გზავნილი, რომ ჩვენ ერთად ვართ. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, განსაკუთრებით ისეთ გარემოში, როდესაც გრძელდება წვრთნები ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე. თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაში, ასევე არაღიარების პოლიტიკაში ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატების აქტიური მხარდაჭერა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები