06 მაისი 2024,   01:59
ვრცლად
საქართველოში მართლმსაჯულება ამ ხელისუფლების მიერ გამოიყენება ოპოზიციის დევნისთვის - ხატია დეკანოიძე

„საქართველოში მართლმსაჯულება ამ ხელისუფლების მიერ გამოიყენება ოპოზიციის დევნისთვის, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის დევნისთვის,“ - ეს შეფასება ენმ-ის წევრმა, ხატია დეკანოიძემ, თეა წულუკიანის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებულ შტატებთან შესაძლოა, საქართველომ დაიწყოს აქტიური მოლაპარაკებები მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

ენმ-ში განცხადებას "ანტისახელმწიფოებრივს" უწოდებენ და სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის დადასტურებად აფასებენ.

„ამ ვიზიტის დროს, რეალურად, საუბარი შიდა პოლიტიკური კონფრონტაციის  ჭრილში, ასევე ოპოზიციური ლიდერის დევნის ჭრილში არის, რბილად რომ ვთქვათ, არასახელმწიფოებრივი. საქართველოში მართლმსაჯულება ამ ხელისუფლების მიერ გამოიყენება ოპოზიციის დევნისთვის, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის დევნისთვის, რომლის წინააღმდეგ აღძრულია რამდენიმე საქმე, არ არის განაჩენი დამდგარი და რეალურად, ეს საქმეები არის იმისთვის აღძრული, რომ პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდეს შანსი, რომ მოღვაწეობა გააგრძელოს საქართველოში,“  - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღესვე უკრაინულმა მედიამ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პოროშენკოს განკარგულება გამოაქვეყნა.

 

დღის ამბები