06 მაისი 2024,   08:33
ვრცლად
ოპოზიციის თქმით, ევროპელი ექსპერტები ხედავენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ქვეშ დგას

კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსის, ტომას დე ვაალის, სტატიაში გადმოცემულ მოსაზრებებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტსა და არსებულ პოლიტიკურ ვითარებასან დაკავშირებით, ოპოზიცია ეთანხმება.

დე ვაალი წერს, რომ ავტორიტარულ სამეზობლოში საქართველო წარმატების მაგალითია, თუმცა, არსებობს სამი რამ, რამაც პროცესი შესაძლოა შექცევადი გახადოს - საკონსტიტუციო ცვლილებები, ქსენოფობიური გამოვლინებები და ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმე.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია, ფიქრობს, რომ სტატიაში პრობლემების ჩამონათვალი არასრული, მაგრამ ზუსტია.

მისი აზრით, ყველა ექსპერტი, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ადევნებს თვალს, ხედავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, ქვეყანაში ძალიან სახიფათო ტენდენციაა.

„ტომ დე ვაალი, რომელიც დიდ იმედებს ამყარებდა, როგროც ერთ-ერთი ცნობილი ექსპერტი, ამ რეგიონის ახალ გუნდზე, დღეს უკვე ძალიან მკაფიო პოზიციას აფიქსირებს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის  თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი, აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ქმედებები საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის და ამას ნათლად ხედავენ ის ექსპერტებიც, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობას აკრიტიკებდნენ.

„დღეს ისინიც ხედავენ უკვე რეალურ, ობიექტურ რეალობას, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა და რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის მომავალს, ევროატლანტიკურ სივრცეში,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები