06 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმის მოწმე ირაკლი მამალაძე თემურ თათარაშვილის საქმეშიც ფიგურირებს - ჩვენება სასამართლოდან

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის პირველი მოწმე, ირაკლი ფირცხალავა, საქალაქო სასამართლოში დაიკითხა.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანუცლაია, ამბობს, რომ პროცესზე ირაკლი ფირცხალავამ კონკრეტული საქმეები დაასახელა, სადაც თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის თქმით, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე აგენტი იყო.

„მაგალითად, თემურ თათარაშვილის საქმე, რომელშიც ის იყო აგენტ-პროვოკატორი, მის მეშვეობით მოხდა მისი დაკავება. ასევე მან გაიხსენა ჟურნალისტ გიო გაბუნიას საქმე, რომლის დაკავება ე.წ. აგენტ-პროვოკატორ ირაკლი მამალაძის მონაწილეობით მოხდა. მან თანხებიც კი გააჟღერა, თუ ამის სანაცვლოდ რა თანხა მიღო ირაკლი მამალაძემ, მან ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული პირებიც დაასახელა, რომლებიც მონაწილეობდნენ დაკავებაში,“ - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ. 

თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი  ამტკიცებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე წლებია, უშიშროების სამსახურის აგენტია.

პროკურატურამ კი განაცხადა, რომ მათ გამოითხოვეს პასუხი უშიშროების სამსახურიდან და იქ მათ უთხრეს, რომ ირაკლი მამალაძე არ არის მათი აგენტი.

„გადმოცემით არსებულ ინფორმაციებზე ის არ ყოფილა შემსწრე კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, ყოველთვის საუბრობდა მესამე პირისგან მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიებამ მოიპოვა ოფიციალური ინფორმაცია და მასზე დაყრდნობით, ირაკლი ფირცხალავას მიერ განმარტებული საჯარო განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება,“ - განაცხადა ადვოკატმა, ზვიად გუბელაძემ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები