05 მაისი 2024,   23:16
ვრცლად
უგუნური, უმეცარი და მავნებლური ფრაზა - გრიგოლ ვაშაძე მცოცავ ოკუპაციაზე სერგეენკოს განცხადებას აფასებს

„ეს ნაბოდვარი, საქართველოს დელეგაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ჟენევის კონსულტაციებზე წინ დახვდება,“ - ეს განცხადება ზალიკო უდუმაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული გაცხადების შეფასებისას გააკეთა.

დავით სერგეენკოს განცხადება მცოცავი ოკუპაციის არარსებობის შესახებ ოპოზიციის მწვავე პოლიტიკური შეფასებების საგანი ხდება. "ნაციონალურ მოძრაობაში" სერგეენკოს განცხადებას საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნეს და ხელისუფლებისგან მოითხოვეს, ჯანდაცვის მინისტრს ამ თემაზე საუბარი საერთოდ შეუზღუდონ, რადგან, მათი თქმით, ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. 

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ამ ფაქტით ჩანს ის, თუ რაზე საუბრობენ ხელისუფლების წევრები დახურულ კარს მიღმა.

„ჯანდაცვის მინისტრი, ბატონი სერგეენკო ეტყობა დაიღალა ჯანდაცვის სფეროში უზარმაზარ მიღწევებზე საუბრით და თავის უზენაესი ყურადღება რატომღაც ოკუპირებულ ტერიტორიებს მიაპყრო. მისი ერთი ფრაზიდან, უგუნური, უმეცარი და მავნებლური ფრაზიდან, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, ჩვენ გავიგეთ ჯერ ერთი, რომ რუსეთი არ ახორციელებს მცოცავ ოკუპაციას, მეორე ის, რომ თურმე ე.წ. ცხინვალის რეგიონს ე.წ. სამხრეთ ოსეთს აქვს საზღვრები და მესამე ის, რომ 2008 წელს ომი დაიწყო საქართველომ და კერძოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ.“ არ ვიცი როგორ ისჯებიან პატივცემული მინისტრები ამ ხელისუფლების დროს, მაგრამ თუ არ დასჯიან, ერთი თხოვნა გვაქვს, როგორც რიგით მოქალაქეებს, ლაპარაკი მაინც აუკრძალონ.  

 

ეს ნაბოდვარი, საქართველოს დელეგაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ჟენევის კონსულტაციებზე წინ დახვდება“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები