06 მაისი 2024,   10:55
ვრცლად
უშგულთან მდინარეში მანქანა გადავარდა - გარდაცვლილია მძღოლი

კალა-უშგული მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი გზიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა. მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურები. მაშველები ხევიდან მძღოლისა და მანქანის ამოყვანას ცდილობენ, თუმცა ეს ამ დრომდე ვერ ხერხდება.

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები