07 მაისი 2024,   09:37
ვრცლად
უკრაინაში, საქართველოში ექსტრადიციის მიზნით, ძებნილი კოხტა კოდუა დააკავეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2017 წლის 4 აგვისტოს, საქართველოში ექსტრადიციის მიზნით, უკრაინის ტერიტორიაზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი კოხტა კოდუა დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჟამად კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძებნილი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული იქნა საექსტრადიციო პატიმრობა 40 დღის ვადით.

კოხტა კოდუა საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ 2014 წლის 27 იანვრის შემდეგ იძებნება. კოხტა კოდუა სამეგრელოში ე.წ. კასრების საქმეში ფიგურირებს. მას ბრალდების მხარე წამებას, გაუპატიურებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

მას დაუსწრებლად 2014 წელს საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები