07 მაისი 2024,   08:37
ვრცლად
შემოწირულობებში რეკორდსმენი მმართველი გუნდი და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქართული ოცნება, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, შემოწირულობების მიღების მხრივ, რეკორდსმენია.

მმართველმა გუნდმა ყველა სხვა პარტიის ჯამურ შემოწირულობაზე 22-ჯერ მეტი თანხა შეაგროვა.

მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი, კახი კალაძე, მიიჩნევს, რომ მილიონ  270 000 ლარი დიდი თანხა არ არის.

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ბიზნესი ქართული ოცნების მხრიდან ზეწოლას განიცდის.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ბიზნესმენებს ოპოზიციის დახმარების საშუალებას არ აძლევს.

ევროპულ საქართველოში კი აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს კორუფციული გეგმა აქვს შემუშავებული, რომელის მიხედვითაც, სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები შემდგომ მათი შემომწირველები ხდებიან. ასევე კორუფციის ნიშნებზე საუბრობენ თავისუფალი დემოკრატები.

არასამთავრობო სექტორში შემოწირულობების თანხებს შორის ასეთი სხვაობა კონკურენტუნარიან წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

 

 

ავტორი: ნატა კვირჩილაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები