02 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
აგვისტოს ომი - რუსეთი 2008 წელს ნაკისრ ვალდებულებებს დღემდე არ ასრულებს

2008 წელს ოკუპირებულ რეგიონში სამხედრო ძალების მობილიზაციის შემდეგ მოსკოვმა საქართველოში ინტერვენციის ბრძანება გასცა, რასაც ქვეყანაში 2 სხვადასხვა მიმართულებიდან რუსული არმიების შემოსვლა მოჰყვა. უთანასწორო ბრძოლის მიუხედავად, ქართულმა ჯარმა რამდენიმე დღის განმავლობაში ფართომასშტაბიანი შეტევის შეჩერება მოახერხა, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერაც მოჰყვა.

დიპლომატიური ომის შემდეგ მთავარი შედეგი პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით გაფორმებული 6-პუნქტიანი შეთანხმება გახდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი მძიმე მოლაპარაკებების შემდეგ თბილისში შეთანხმებული პუნქტებით დაბრუნდა. დოკუმენტის გაცნობის შემდეგ ქართული მხარისთვის ნათელი იყო, მოსკოვიდან ჩამოტანილი წინადადებების მეშვიდე პუნქტს საქართველო არ დათანხმდებოდა. პუნქტი საქართველოს ოკუპირებული რეგინების საკითხს სამომავლო სამსჯელოდ ღიად ტოვებდა.

6 პუნქტი შეთანხმების პირველი პუნქტი ძალის არგამოყენებას, მეორე - ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მესამე - ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომას, მეოთხე და მეხუთე პუნქტები რუსული და ქართული შეიარაღებული ძლების ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებას გულისხმობს. ბოლო მეექვსე პუნქტი კი - საერთაშორისო მსჯელობის დაწყებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების გზების მოსაძებნად.

მეხუთე პუნქტს მიება მოგვიანებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შექმნა, რომელიც რუსეთს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა შეეშვა. აგვისტოს ომის დროს მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო ბრუსელიც.

6-პუნქტიანი შეთანხმება ძირითადი წერილობითი დოკუმენტია, რომლითაც რუსეთმა ვალდებულებები აიღო და ამ ვალდებულებების დღემდე არ ასრულებს.

დღის ამბები