02 მაისი 2024,   12:14
ვრცლად
ომის ნაკვალევი - ომის თვითმხილველები იმ ზარალზე საუბრობენ, რაც აგვისტოს ომმა მიაყენა

2008 წლის აგვისტოს ომის ნაკვალევი დღემდე ეტყობა იმ სოფლებს, რომლებიც რუსული აგრესიის ეპიცენტში მოხვდა. ადგილობრივები კურიერთან ომის დღეებს იხსენებენ და იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც რუსული ჭურვების ჩამოყრას და სახლების გაძარცვას მოჰყვა.

ზოია კასრაძე იხსენებს, რომ 10 აგვისტოს, როდესაც რუსული ჭურვების სამიზნედ ქცეული ერგნეთი დატოვეს, ლოგინად ჩავარდნილი ოჯახის უხუცესი წევრის გამოყვანა ვერ შეძლეს. მისი თქმით, 9 წლის წინ მან და მისმა ოჯახმა ცხოვრება ნულიდან დაიწყეს.

9 წლის წინ სახლ-კარის გარეშე დარჩა შურმან კასრაძეც, რომელსაც სოფლის დატოვება 11 აგვისტოს მოუწია. დაბრუნებულს სოფელი და კარმიდამო გადამწვარი და გაძარცვული დახვდა.

ე.წ. საზღვართან კურიერის გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ.

ნიქოზში მცხოვრებლები ყვებიან, რომ ომის დროს სულ 100-ზე მეტი საცხოვრებელი დაზიანდა ან დაიწვა, ძირითადად ჭურვებით.

9 წლის წინ აგვისტოს ომს 224 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და პოლიციის 14 თანამშრომელი.

დღის ამბები