02 მაისი 2024,   09:08
ვრცლად
პარკში დამსვენებლებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ - შს მინისტრის მოადგილე ხანძარზე

შინაგან საქმეთა მოადგილე მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების ამჟამინდელ მდგომარეობას აფასებს.

მერაბ მალანია აცხადებს, რომ ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

„მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და არც ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არის ამ ეტაპზე. პარკში დამსვენებლებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ. უბრალოდ, იყო დაკვამლიანება და დატოვეს ტერიტორია თავისით,“ - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია. 

დღის ამბები