02 მაისი 2024,   12:30
ვრცლად
ორი გუბერნატორის მიერ თანამდებობის დატოვება - შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში 

გურიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორების თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები გაკეთდა ოპოზიციურ სპექტრში.

მიუხედავად იმისა, რომ გია სალუქვაძემ და  პაპუნა მარგველიძემ პოსტები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს, პოლიტიკურ წრეებში უკვე ღიად საუბრობენ, რომ პრემიერის რწმუნებულების თანამდებობები მთავრობის ახალ საარჩევნო სტრატეგის შეეწირა.

„ყველაფერი არის მობილიზებული იმისათვის, რომ ქართულმა ოცნებამ სხვადასხვა მეთოდებით და საშუალებებით, მათ შორის ხელის გადაგრეხვით, ძალოვანი უწყებების გამოყენებითაც შეძლოს იმ საარჩევნო შედეგის მიღება, რომელიც მათ აქვთ დაგეგმილი,“ - განაცხადა ნაციონალურ მოძრაობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.

თანამდებობიდან წასულ გუბერნატორებზე საუბრობს ევროპული საქართველოს წევრი, გიგი უგულავაც და მათ წარსულ საქმიანობას იხსენებს.

„რეგიონებში, როგორც ჩანს, ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაციას აკეთებს. როგორც ჩანს, რეგიონებში სელექციურად ჩაატარეს გარკვეული კვლევები, სადაც არის დაბალი მხარდაჭერა ხელისუფლების კანდიდატების და აქედან გამომდინარე არის მიღებული ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები