02 მაისი 2024,   09:47
ვრცლად
FBI-ის თანამშრომლებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის სახლი გაჩხრიკეს

FBI-ის თანამშრომლებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის, სახლი გაჩხრიკეს. რეიდი ვირჯინიაში მდებარე საცხოვრებელში, საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

ფედერალურმა აგენტებმა სახლიდან დოკუმენტები და სხვადასხვა სახის ჩანაწერი ამოიღეს.

ჩხრეკამდე ერთი დღით ადრე პოლ მანაფორტმა სენატის დაზვერვის კომიტეტს ნებაყოფლობითი ჩვენება მისცა, რომელიც ასევე იძიებს 2016 წლის არჩევნებზე რუსეთის შესაძლო გავლენას.

მანაფორტმა თანამდებობა გასული წლის აგვისტოში კრემლთან კავშირის ბრალდების გამო დატოვა.


დღის ამბები