02 მაისი 2024,   09:43
ვრცლად
ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ძმებ ჯაფაროვებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ძმებს, მახირ და ნაზიმ ჯაფაროვებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების 1000-1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

სასამართლოზე თავად ბრალდებულებმა განმარტეს, რომ ნარკოტიკულ საშუალებებთან მათ არავითარი კავშირი არ აქვთ. მახირ ჯაფაროვმა აღნიშნა, რომ ნარკოტიკი მისი სახლიდან არ ამოუღიათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები