02 მაისი 2024,   10:36
ვრცლად
გიორგი ვოლსკის თქმით, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით უმრავლესობა ოპოზიციასთან შესახვედრად მზადაა

„მმართველი გუნდი აცხადებს მზაობას, შეხვდეს ოპოზიციას,“ - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი ვოლსკი საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივას. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია გეგმავს დაწესებული 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად გააუქმოს. ეს კი, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებზე დაახლოებით 1%-იან მხარდაჭერას მიიღებენ, პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას აძლევს.

გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდში ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის მიღებული.

„მმართველი გუნდი აცხადებს მზაობას, შეხვდეს ოპოზიციას და საქმიანი განხილვა მოაწყოს ყველა წინადადების, რომელიც აქვს და არა იმ განცხადებების, რომელიც ხშირ შემთხვევაში არაკორექტული პოლიტიკური შეფასებებით არის გაზავებული. საქმიანი შეხვედრა საჭიროა, მათ შორის, ბარიერის თემაზე კიდევ თუ დაისვა საკითხი. იმიტომ, რომ სამ პროცენტამდე უკვე შემცირდა, ჩვენ მზად ვართ, უმრავლესობის ფორმატში ეს საკითხიც განვიხილოთ. წინასწარი გადაწყვეტილებები, რასაკვირველია, ამ თემასთან დაკავშირებით არ არსებობს,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები