07 მაისი 2024,   02:03
ვრცლად
თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედროები გერმანიაში, სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა

ავღანეთში, ბაჰრამის საავიაციო ბაზასთან მომხდარი თავდასხმის დროს დაშავებული ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა. ლევან იზორიამ, კაპიტანი მიხეილ გვირჯიშვილი და უფროსი ლეიტენანტი, გიგა ხაუტაშვილი, უწყებრივი მედლით, "საბრძოლო იარისთვის" დააჯილდოვა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა კი, სამხედროებს შტაბის მონეტები გადასცა.

„თავდასხმის შედეგად დაშავებული ქართველი სამხედროები, როგორც კოალიციური ძალების წარმომადგენლები, მკურნალობის კურსს ამერიკულ ჰოსპიტალში გადიან. ჩემთვის პატივია ქართველ ჯარისკაცებთან ურთიერთობა,“ - განაცხადა პოლკოვნიკმა, ლანდშტულის რეგიონული სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა, თიმოთი ჰადსონმა.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, 3 აგვისტოს მომხდარი აფეთქების დროს მიღებული დაზიანებების გამო, გერმანიაში გადააფრინეს. მათ სხვადასხვა სახის ოპერაცია ჩაუტარდათ. ამჟამად ორივე მათგანი, თავს კარგად გრძნობს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მათი მდგომარეობა არის სტაბილური, ახლო მომავალში მათ გამოწერენ და ისინი დაუბრუნდებიან ოჯახებს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები