06 მაისი 2024,   21:07
ვრცლად
უბარიერო არჩევნები - „ქართული ოცნების“ წევრებმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მსჯელობა დაასრულეს

ქართული ოცნების წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. საუბარია კონსტიტუციაში შესატან იმ ცვლილებებზე, რომელიც ძირითადად საარჩევნო სისტემას ეხება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ცვლილებებზე მსჯელობას უმრავლესობის წევრების ნაწილი, გია გაჩეჩილაძე, გიგა ბუკია, სიმონ ნოზაძე, ზაზა გაბუნია, კახა ოქრიაშვილი და მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ.  

უმრავლესობის წევრმა იმ საკითხზე იმსჯელეს, თუ რას შესთავაზებენ ოპოზიციის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან, კეძოდ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგის დღეს 18:00 საათზე გამართავს.

ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში, ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლოა, ერთჯერადად, უბარიერო არჩევნები დაუშვას.

გავრცელებული ინფორმაციით, უბარიერო არჩევნებს მმართველ გუნდში მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.

დღის ამბები