06 მაისი 2024,   21:19
ვრცლად
ეს დიალოგი ორიენტირებული უნდა იყოს შედეგზე - ბაჩუკი ქარდავა

„ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგისთვის, მაგრამ ეს დიალოგი ორიენტირებული უნდა იყოს შედეგზე,“ - ეს განცხადება ედპ-ის ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზების საპასუხოდ გააკეთა.

მმართველი გუნდის შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც უმრავლესობა ოპოზიციას, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგისა და მსჯელობისკენ მოუწოდებს, ქარდავა აცხადებს, რომ დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა ამის წინაპირობად გარკვეულ კომპონენტებს ასახელებს.

„თუ რაღაც შედეგს მივაღწევთ პირდაპირ მოლაპარაკებებზე, ამაში ცუდი არაფერი არ არის. ოპოზიცია ყოველთვის მზად იყო დიალოგისთვის და ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგისთვის, მაგრამ ეს დიალოგი ორიენტირებული უნდა იყოს შედეგზე. შედეგია ის, რომ რეალურად მოხდეს ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლების ცვალებადობის დამკვიდრება. ანუ სრულად, საარჩევნო სისტემის შეცვლა, პრეზიდენტის არჩევის წესის შენარჩუნება და საარჩევნო სისტემის ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც არა ქართულ ოცნებას და რომელიმე ხელისუფლებას გამოადგება, არამედ სჭირდება ქართველ ხალხს და ამომრჩეველს,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

დღის ამბები