06 მაისი 2024,   20:02
ვრცლად
დევდორაკის მყინვარზე ბუნებრივი პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს - ყინულის დნობა და უხვი ნალექი მიწის ფენას შლის

დევდორაკის მყინვარზე ბუნებრივი პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს. ყინულის დნობის და უხვი ნალექის გამო, წყლის მასა დევდორაკზე მიწის ფენას შლის. რამდენიმე ასეული კვადრატული ინერტული მასა კი ღვარცოფს წარმოქმნის და დარიალის ხეობისკენ იძვრება.

ყველაზე საშიშ, გველეთის მონაკვეთს, ახლა სპეციალისტები აკვირდებიან. სენსორული რადარებით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი აცხადებენ რომ, ღვარცოფული პროცესების ჯერ მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს.

დარიალის ხეობაში გუშინ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მყინვარიდან წამოსული ღვარცოფი 40 კილომეტრის საათში სისწრაფით უახლოვდებოდა ხეობის ქვედა ზონას, მათ შორის მთავარ საგზაო მაგისტრალსა და დარიალის საბაჟო გამშვებ პუნქტს. დღეს სტიქიის საშიშროება დროებით მოიხსნა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ გეოლოგიურად ყველაზე რთულ დევდორაკის მყინვარზე საფრთხე მაინც რჩება.

დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის ცუდი ამინდია, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. ამის გამო, სპეციალისტებმა მყინვარის ვერტმფრენით დაეთვალიერება ვერ შეძლეს.

ღვარცოფის საშიშროების გამო, გუშინ რამდენიმე საათით დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა ჩაიკეტა. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა დარიალის საბაჟო გამშვებს პუნქტში.

დარიალის ხეობაში დღეს მდგომარეობა უკვე სტაბილურია.

ამ დროისთვის სენსორებზე სტიქიის საფრთხე არ ფიქსირდება. ბოლოს ღვარცოფი დევდორაკის მყინვარზე 3 წლის წინ ჩამოწვა, მაშინ სტიქიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები