06 მაისი 2024,   20:13
ვრცლად
ბიუჯეტი, სულ რაღაც, 1 მილიონი ლარით, ოდნავ მეტით, გაიზარდა - დავით ნარმანია

თბილისი მერის, დავით ნარმანიას, აზრით, დედაქალაქის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები უმნიშვნელოა.  მერი გამორიცხავს ოპოზიციის იმ ბრალდებას, რომ „ქართული ოცნება“ დედაქალაქის საფინანსო დოკუმენტში შეტანილ ცვლილებას წინასაარჩევნოდ იყენებს.

„დედაქალაქის ბიუჯეტი, სულ რაღაც, 1 მილიონი ლარით ოდნავ მეტით გაიზარდა. ჩვენ საშემოსავლო ნაწილში ვნახეთ დამატებითი რესურსი, ვინაიდან კარგად მიდიოდა საშემოსავლო ნაწილის მობილიზება, მეორე მხრივ ცენტრალურმა მთავრობა მოგვცა ნახევარი მილიონი ლარი, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებისთვის გვჭირდებოდა.

"ასე რომ, ოპოზიციის შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ამ ფულ გამოვიყენებთ რაიმე წინასაარჩევნო მიზნებისთვის, არის უსაფუძვლო,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები