07 მაისი 2024,   08:54
ვრცლად
აფეთქება ბათუმში - ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ბათუმში, ძლიერი აფეთქების გამო დაზარალებული სამი ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მათ შორის ერთის, 28 წლის მამაკაცის, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

გენერალ აბაშიძის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ თხევადი გაზის სადგური აფეთქდა. აფეთქებამ ორი სახლი მთლიანად დაანგრია, ორი კი მნიშვნელოვნად დააზიანა. მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გაზგასამართი სადგურის მშენებლობაზე მათ ნებართვა არ გაუციათ და მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას არ ეკისრება. 

ადგილობრივები კი ამბობენ, რომ გაზგასამართი სადგური უკანონოდ იყო აშენებული და სადგურის დემონტაჟს დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, რადგან გაზის გაჟონვის ფაქტები ადრეც არაერთხელ დაფიქსირდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები