26 აპრილი 2024,   12:21
ვრცლად
კონსენსუსი უბრალოდ ვერ შედგება საარჩევნო სისტემაზე საუბრის გარეშე - მიხეილ ბენიძე

არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებულ დიალოგს ეხმიანება. მესამე სექტორის წარმომადგენლები კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვანია.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, დემოკრატია დიდი გამოწვევების წინაშე დადგება.

„იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა არ გადავა პროპორციულ საარჩვენო სისტემაზე, ამას მოჰყვება კონკრეტული პრობლემები. ცხადია, რომ შეყოვნდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ცხადია, რომ ეს ყველაფერი იმოქმედებს ქვეყნის რეპუტაციაზე,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, ფართო კონსენსუსი მნიშვნელობაზე საუბრობს.

„თუ გვინდა, რომ მივაღწიოთ რაღაც სახის კონსენსუს, მაშინ ვფიქრობთ, რომ აქ ეს კონსენსუსი უბრალოდ ვერ შედგება საარჩევნო სისტემაზე საუბრის გარეშე,“ - აცხადებს ბენიძე.

ფონდ ლიბერალური აკადემია - თბილისის დირექტორი, ლაშა ტუღუში, აღნიშნავს, რომ ახალი კონსტიტუცია მხოლოდ ერთი პარტიის შეხედულებების მიხედვით არ უნდა მიიღონ.

„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა სწორედ ის, თუ რა იქნება არა მარტო დღეს, არამედ რა იქნება ხვალაც,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები