26 აპრილი 2024,   09:17
ვრცლად
სოფელ დაბასთან ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ - ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს ვერტმფრენი გამოეთიშა

სოფელ დაბასთან ოთხ საათზე მეტია ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ქარის გამო სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს უჭირთ ცეცხლის ლოკალიზება.

ადგილზე მობილიზებული არიან სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები, შსს-ს დანაყოფის თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი მოხალისეები. ღამის ხედვის ფუნქციის არქონის გამო ვერტმფრენმა სამუშაოები შეწყვიტა. 

ცეცხლის მთავარ კერასთან მიახლოებას რთული რელიეფი შეუძლებელს ხდის. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დღეს მხოლოდ გზის გაწმენდა მოხერხდება.

დღის ამბები