06 მაისი 2024,   23:26
ვრცლად
ძლიერი ხანძარი ბორჯომის ხეობაში - ბოლო მონაცემები

ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარი ხელს უწყობს. ამ დროისთვის ცეცხლის სამი ძირითადი კერაა, ბოლო მონაცემები კი ასეთია:

ხანძარს ბორჯომის ტყეში 400-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის. საგანგებო სიტუაციების ჯგუფები საქართველოს რეგიონებიდან გადაისროლეს.

ადგილზე მობილიზებულია ტყის 100 მცველი. ისინი მეხანძრეებთან ერთად ებრძვიან სტიქიას.

ბორჯომის ხეობაში  შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი იმყოფება.

ცეცხლს ავიაციის დახმარებითაც აქრობენ. ამ წუთებში მუშაობს სამი ვერტმფრენი, ორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, ერთი-აზერბაიჯანს. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა და ღამით გაიჭრა 3 კილომეტრი გზა არჯევანის ტყიდან თროთის მონაკვეთამდე.

ბოლო მონაცემებით, დამწვარია ათეულობით ჰექტარი ტყის მასივი, თუმცა ზუსტ მონაცემებს ვერც ერთი სახელმწიფო უწყება ვერ ასახელებს. 

ხანძრის ამსახველი კადრების სანახავად იხილეთ ბმული.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები