05 მაისი 2024,   23:13
ვრცლად
ალეკო ელისაშვილს 10 ათასი ხელმოწერის წარდგენისთვის ერთკვირიან ვადას აძლევენ 

ცენტრალური საარჩევნო კომისია მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს, 10 ათასი ხელმოწერის წარდგენას სთხოვს.

საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეს კანონით გათვალისწინებული პროცედურაა და ალეკო ელისაშვილს მერობის კანდიდატად მხოლოდ ამ ხელმოწერების წარდგენის შემდეგ დაარეგისტრირებენ.

თუმცა, ადმინისტრაციამ აქამდე არსებული კანონი შეცვალა და ერთი თვის ნაცვლად, მას მხოლოდ ერთკვირიანი ვადა მისცა.

ცესკოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი და ადმინისტრაციას პოლიტიკური დავალების შესრულებაში ადანაშაულებს.

“არათანაბარ პირობებში გვაყენებს მე და პარტიებს. პარტიები მათი რესურსები და მე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი და მე მთხოვენ მხოლოდ და მხოლოდ ერთ კვირას, როდესაც სხვებს აძლევენ ერთ თვეს, ამ რეგისტრაციისთვის. ეს არის ფაქტი იმისა, რომ ქართულ ოცნებას შეეშინდა. იმ დროს, როდესაც ყველას ფიქრი ბორჯომის ხანძრებით არის გართული, ამ დროს ესენი რაღაც პოლიტიკურ მახეებს იგონებენ. ასეთ უსინდისობებს მიმართავს ქართული ოცნება,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

დღის ამბები