03 მაისი 2024,   02:59
ვრცლად
კანცელარიასთან LGBT თემის​ წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

კანცელარიასთან LGBT თემის​ წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ბერიანიძისა და გამგეობის წევრის, თორნიკე კუხიანის, მიმართ გამოვლენილ აგრესიას და ჰომოფობიურ ნიადაგზე ცემის ფაქტს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები მომხდარის სრულფასოვნად გამოძიებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ქვეყანაში უნდა შეწყდეს ჰომოსექსუალი ადამიანების ტერორი.

აქციაზე LGBT თემის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან  უფლება დამცველები და პოლიტიკური პარტია რესპუბლიკელების წარმომადგენლები.

დღის ამბები